პულმონოლოგი, ფტიაზიატრი კახა ვაჭარაძე „კოტკასტთან“ კონდიციონერის სწორი მოხმარების შესახებ საუბრობს:
„მოიმატა ტემპერატურის მაჩვენებელმა მთელ მსოფლიოში. დიახაც, ეს არის გლობალური დათბობის შედეგი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ ყველა იმ ტექნოლოგიურ მიღწევაზე, რომელიც უსაფრთხოდ დაგვიცავს ყველა გამოწვევისგან. მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას – კონდიციონერები გვხვდება ყველგან, საწარმოებში, კლინიკებსა და სასტუმროებში. ფაქტობრივად, არ არსებობს ცხოვრება კონდიციონერის გარეშე. მაგრამ აქ სწორად გამოყენებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ტემპერატურული რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს 20-დან 24 გრადუსამდე, ზაფხულში 22-დან 26 გრადუსამდე. ეს არის ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც უნდა იყოს იმ გარემოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვშრომობთ.
ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ არ იცის და ძალიან მნიშვნელოვანია – დაუშვებელია 6-დან 10 გრადუსზე მეტი მერყეობა და სხვაობა გარე და ოთახის ტემპერატურას შორის…“
