LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მისთვის სრულიად მიუღებელ და გაუგებარ ამპლუაში აღმოჩნდა… ერთადერთი, რაზეც დავდევ, არის ის, რომ თვალი დაიხატოს, პიჯაკი ჩაიცვას…“ – რით გააკვირვა 13 წლის დისშვილმა ლიზა ბაგრატიონი და რას ამბობს პირველი ლედის შესახებ

2624
ლიზა ბაგრატიონი

კოტკასტში“ ლიზა ბაგრატიონი დის, თაუ ბაგრატიონის შესახებ საუბრობს. კოტე მათითაშვილი ეკითხება, როგორია მისთვის პირველი ლედის დის სტატუსი:

„დაუმსახურებელ ტკივილებთან მივდივართ… მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის ჩემი და, ზედმიწევნით კარგად ვიცი. მიშა 30 წელია, ჩემი სიძეა, თან, არ არის ნომინალური სიძე. ჩემი სიყვარული და პატივისცემა მისდამი ჩემი დის გამო არ არის. ვიცი, როგორი ღირსეული და ზედმიწევნით ზნეობრივი კაცია. მე ვიცი, როგორი ოთხი მოქალაქე გაზარდეს ამ ორმა ადამიანმა. ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია, რომ ბავშვების გამო განვიცდი. ასე როგორ უნდა მოახერხო, რომ 13 წლის გოგოც კი ასეთი ღირსებით ედგას დედას და მამას გვერდში, არ ვიცი. ეს მოდაშია საზოგადოებაში, რომ სხვა აზრზე იყო, ვიდრე შენი მშობლები, მოზღვავებულ ზეწოლაში შეძლო, გაუძლო ამას, შენი მეგობრების დაკარგვის ფასად, არ შეგეშალოს შენი მთავარი პრინციპი – ოჯახის პატივისცემა, ერთობა და სიმტკიცე… 52 წლის ვხდები და ბავშვები მასწავლიან, როგორ უნდა ვიმოქმედო…

აძლევ თუ არა მას რჩევებს იმ ამპლუაში, რაშიც ის აღმოჩნდა?

მისთვის სრულიად მიუღებელ და გაუგებარ ამპლუაში. იმდენად არის დარჩენილი იმ თაუ ბაგრატიონად, როგორიც იყო 55 წელი, ჩვენი დიდძალი ჩქმეტის მიუხედავად, არ შეუძლია… ის თაუა, რომელიც იყო და რომელიც ამის მერეც იქნება. თუ ადამიანი გაითვალისწინებ იმას, რომ სცენაზე დგომაც დროებითია, მარჯვე ხელიც, პირველი ლედობაც და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ არასდროს შეგრცხვეს… ერთადერთი, რაზეც დავდევ, არის ის, რომ თვალი დაიხატე, პიჯაკი მოიცვი. მე პრანჭია ვიყავი. ჩაიცვამდა მამაჩემის სვიტრს, ჯინსებს და ასე დადიოდა… სადღაც რომ მიდის, ვულაგებ, ამას ჩაიცვამ, ამას… მაგრამ მაინც იმას ჩაიცვამს, რაც თავად უნდა. მეტირება ხოლმე, ამაზე რომ ვსაუბრობ და ეს მომენტიც არ არის გამონაკლისი. ეს ის ოჯახი და კერაა, სადაც ყოველი წუთი, ყოველი წამი, ყოველი გამოხედვა, ჩახუტება, მოფერება… ჩვენ ის ოჯახი ვართ, რომელიც დილა-საღამოს ერთმანეთს ეხუტება და კოცნის… გვაქვს ჯგუფი დები… კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მშობლებს, რომ გაგვზარდეს ისეთები, როგორებიც გაგვზარდეს. ერთმანეთის გამო, ერთმანეთის იმედად და ერთმანეთის გარეშე არ არსებობს არაფერი. ჩვენს დიდ ოჯახს გვაძლიერებს, რომ ვიცით, რისი გამკეთებლები ვართ… სიკეთის გარდა არასდროს არაფერი გვიქნია და არც გაგვიფიქრებია… რაღაცებს რომ წერენ ადამიანები, სულ ვამბობ, რომ ეს ხომ უნდა მოიფიქრო, აზრად მოგივიდეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები