მომღერალმა ლიზა ბაგრატიონმა „ფეისბუქის“ აქტიურად გამოყენებაზე უარი თქვა. როგორც კოტე მათითაშვილის პოდკასტში „კოტcast“ სტუმრობისას შემსრულებელმა განმარტა, მისთვის მიუღებელია ის ნეგატივი და შეურაცხყოფა, რასაც ადამიანები ინტერნეტსივრცეში ერთმანეთს აყენებენ.
მომღერლის თქმით, დღემდე მტკივნეულად რეაგირებს საზოგადოებაში არსებულ აგრესიასა და მისივე სიტყვებით, უსაქციელობაზე, რის გამოც საკუთარი „ფეისბუქ“ გვერდი გააუქმა.
„დღეს მე ფეისბუქი არ მაქვს, იმიტომ რომ იმის გადატანა, რასაც ადამიანები ერთმანეთს აკადრებენ, მე დღემდე არ შემიძლია. როდესაც მეორე ადამიანი მეუბნება, „კაი რა, კიდევ გიკვირს რამე?“, დიახ, მიკვირს და მე მინდა, რომ ისე მოვკვდე, რომ მიკვირდეს ადამიანების უგვანობა, უსაქციელობა, შეურაცხყოფა და უღირსი საქციელი“, – განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.
