LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იოგადან და აუზიდან გამომაგდეს… ის, რომ ერთი ცალი ნაოჭი დამემატა, აბსოლუტურად არ მაქვს ეს განცდა“ – რა ისტორია გაიხსენა ლიზა ბაგრატიონმა

406
ლიზა ბაგრატიონი

Kotcast•კოტკასტის სტუმარია მომღერალი, ლიზა ბაგრატიონი.

ტელესახე და მომღერალი ამბობს, რომ არ განიცდის ასაკის მატებას.

მომღერალმა იხუმრა, რომ რამდენჯერმე სცადა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სიარული ფიტნესზე, იოგასა და აკვა აერობიკაზე, თუმცა საბოლოოდ აღარ განაგრძო, რადგან გამოაგდეს:

„ემოციური განცდა, რომ ვაიმე დავბერდი და თუნდაც სარკეში რომ იყურებიან – ეს ნაოჭიც მიყვარს… რა თქმა უნდა, თუ რამე შეიძლება ისეთი რომ გავაკეთო, რომ არ დავემსგავსო პლასტმასს, მაგრამ უკეთ გამოვიყურებოდე, ამაზეც არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ის, რომ აი ეს ერთი ცალი ნაოჭი დამემატა, აბსოლუტურად არ მაქვს ეს განცდა მაქვს ფიზიკური იმიტომ, რომ ვარ წარმოუდგენლად უმოძრაო და საძაგელი ადამიანი, რომელიც ვიწყებ… ერთი თვე დავდიოდი ფიტნესზე, ერთი თვე დავდიოდი იოგაზე – მე ნატო მეტონიძე და ზუზუ და ისეთი ისტერიკა გვემართებოდა ერთმანეთის დანახვაზე, რომ აბ ბიჭმა გვითხრა, რომ ძალიან კარგი გოგოები ხართ, ძალიან მიყვარხართ ოღონდ აქ მოსული არც ერთი აღარ დაგინახოთო…“ – ამბობს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები