მომღერალმა ლიზა ბაგრატიონმა კოტე მათითაშვილის გადაცემაში „კოტcast-ში“ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მომღერალმა განმარტა, რომ მას სახმო სიმებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რამაც იძულებითი შემოქმედებითი პაუზა გამოიწვია.
ლიზა ბაგრატიონის თქმით, რეაბილიტაციის პროცესის გამო, სცენას დროებით ჩამოშორდა, თუმცა სატელევიზიო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
„აღმომაჩნდა სახმო სიმში ჩანართები, რომელიც იყო აუცილებლად მოსაშორებელი და გაკეთდა ეს ოპერაცია, ახლა კი რეაბილიტაციას გავდივარ. ამ ეტაპზე შესვენების დრო მაქვს. ხმაზეც ახლა მეტყობა, ცოტა ბზარი… არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს ყოველივე, თუმცა ტელევიზიაში ვაგრძელებ მუშაობას. სცენისგან კი ვისვენებ, სანამ მომცემს ამის საშუალებას ჩემი სახმო სიმების რეაბილიტაციის პროცესი“, – განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.
