LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ასაკის მამაცი ყველაზე მოთხოვნადია სამოდელო სფეროში. ჭაღარათმიანები და კარგ (ნორმალურ) ფორმაში მყოფები სჭირდებათ“ – გიორგი ნაზღაიძე

306
გიორგი ნაზღაიძე

„კოტcast“ – ის მორიგი ეპიზოდის სტუმარი გიორგი ნაზღაიძეა.

წამყვანმა ბევრ თემაზე გულახდილად ისაუბრა.

მისი თქმით, მამაკაცის ასაკი ხელს არ უშლის სამოდელო ბიზნესში ყოფნას.

„უცხოური და ქართული სააგენტოებიც აქტიურად მწერენ, ჩემი ასაკის მამაცი ყველაზე მოთხოვნადია სამოდელო სფეროში. ჭაღარათმიანები და კარგ (ნორმალურ) ფორმაში მყოფები სჭირდებათ“, – ამბობს ნაზღაიძე.

მისი თქმით არ უყვარს სატრენაჟორო დარბაზში სიარული.

„ჩემთვის დამთრგუნველია დახურულ სივრცეში ყოფნა და მეორე, იმ განტელებით და ინვერტარით რაც დარბაზშია, უამრავი ადამიანი ვარჯიშობს და შესაბამისად ბევრი ინფექციის მატარებელია. ყოველ საღამოს დავდივარ ფეხით და ეს შეიძლება ჩემ ვარჯიშად ჩაითვალოს.

კვება მიყვარს, შემიძლია, ერთი მთლიანი კარაქიანი პური შევჭამო. როცა საკუთარ თავს ვატყობ, რომ წონა გამექცა, მერე ვცდილობ, რაღაც ზომებს მივმართო. ახლა მაგალითად შვიდი საათის მერე არ ვჭამ და ექვსი კილო დავიკელი. დღის განმავლობაში ვჭამ იმდენს, რამდენიც მინდა“, – ამბობს გიორგი ნაზღაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g