ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოფო ჯაფარიძის პოდკასტში „მედგიდში“ საუბრობს სიმპტომების შესახებ, რომელთა გამოვლენის შემდეგ მისმა მეგობრებმა სასწრაფოს გამოუძახეს:
„სრულად ფეხის, ხელის ნაწილის გაბუჟება იყო და შევშინდი. არ მინდოდა ამის გაჟღერება მეგობრებთან, რომლებიც ერთობოდნენ. მანდ დამეწყო პანიკური შეტევა, მაგრამ რომ მინდოდა თქმა, მივხვდი, რომ ვერ ვამბობდი, რადგან სახის ნაწილიც წაიღო. ეგონათ, რომ მიკროინფარქტი მქონდა… ეს რომ გააჟღერეს, მერე სასწრაფო გამომიძახეს, გონს მომიყვანეს, რადგან გონებაც დავკარგე“.
