შველის თუ არა მელატონინი უძილობას? – გადაცემაში „მედგიდი“ ნევროლოგი, გუჩა კობაიძე ამბობს, რომ მელატონინი არ არის სპეციფიკური საძილე პრეპარატი და იმ შემთხვევაში, თუ მელატონინის დალევა არასწორ დროს მოხდა, შესაძლოა საერთოდ არ იმოქმედოს.
„მელატონინი ეს არ არის სპეციფიკური საძილე პრეპარატი და ძალიან განსაზღვრულ დროს უნდა ისმებოდეს, თუ მელატონინი არასწორ დროს დალია ადამიანმა საერთოდ არ იმოქმედებს. მელატონინი არ არის სპეციფიკური მედიკამენტი ძილისთვის. საერთოდ მედიკამენტებზე როდესაც ვსაუბრობთ (ნამდვილ საძილე მედიკამენტებს ვგულისხმობ) ეს არის სიმპტომური მკურნალობა და არა ძილის მიზეზის მკურნალობა, შესაბამისად მედიკამენტზე მივდივართ სულ ბოლოს. მედიკამენტამდე მთელი რიგი თერაპია გვაქვს გასავლელი პაციენტთან, მთელი რიგი კვლევებია ჩასატარებელი და ბოლოს ვამბობთ, რომ მოდი დავიხმაროთ მედიკამენტი, ოღონდ ცოტა ხნით…“ – ამბობს ნევროლოგი.
