სოფო ჯაფარიძის პოდკასტის, „მედგიდის“ სტუმარია ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე, რომელსაც წელს საიუბილეო წელიწადი აქვს და ივლისში 90 წლის შესრულდება. გადაცემის გავრცელებულ ანონსში მომღერალი ამბობს, რომ ზოგჯერ ავიწყდება, რამდენი წლისაა. ის ქალებს ურჩევს, რომ მთავარი ცხოვრებაში ოჯახია.
„ჩემს თავზე გადარეული არასდროს ვყოფილვარ, თუ მომღერლობა გინდა, არ უნდა მოწიო და არ უნდა დალიო. ქალისთვის ოჯახი მთავარია…“, აღნიშნავს ნანი ბრეგვაძე.
@medguide1 🟠 ლეგენდარული ნანი-90 🧡 ⏰ ხუთშაბათს 22:00 სთ-ზე
♬ original sound – Medguide-მედგიდი
