TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე გადაცემაში „მედგიდი“ იხსენებს ბავშობის წლებს და ყვება, თუ რა გზა გაიარა და როგორ მოვიდა დღემდე.
„მე დავიწყე ქვემო ხოდაშნიდან, სოფლიდან, სადაც დავიბადე და მოვედი აქამდე, რომელსაც მაგალითად საშუალო განათლება აქვს, სამი სკოლა მაქვს გამოცვლილი, ათოსანი არ ვყოფილვარ და როდესაც ვუყურებდი ხოლმე ტელევიზორში ჩვენს წამყვნებს და ასე შემდეგ, ყოველთვის მქონდა ის, რომ მეც მინდოდა, მაგრამ ეს იყო უბრალოდ სურვილი, რომელიც რაღაც თავისთვის წავიდა და მერე 20 წლამდე, იმიტომ რომ როცა მე სახლიდან წამოვედი, უკვე ჩემი თავის გადარჩენაზე მუშაობაზე და მე ვფიქრობ კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. 15 წლიდან ვცხოვრობდი მარტო, 16 წლის ვხდებოდი რომ წამოვედი. მეორე დღესვე „სიტყვა და საქმეში“ ჟურნალებში ვეძებდი და ვნახე სამსახური, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემით შევიძინე თეფში, ჭიქა ზეწარი…
ადმინისტრატორი გავხდი სასტუმროში, რუსული არ ვცოდი, მოვიტყუე, ორგან ვმუშაობდი. მერე მივხვდი, რაღაც უნდა გამეკეთებინა, რუსული არ ვიცოდი, ჩერმი მეგობრის დედას ქართულად დავაწერინე რუსული ტექსტები – „და“, „ხარაშო“, ეგეთი რაღაცები… არ მეცხვენია, დღემდე კორეულად ვწერ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ყველა ენა ვიცი…“ – ამბობს ვაშალომიძე.
