LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

​როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვი უნდა წავიდეს ბაღში, უნდა დავფიქრდეთ, პირველ რიგში, ეს „უნდა“ ჩვენთვის ხომ არ არის – პაატა ამონაშვილი

357
amonashvili

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ვრცლად ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლისა და ბავშვის ურთიერთობა და რას ნიშნავს ფრაზა, „ბავშვს ბაღი სჭირდება“.

ბავშვებს განვითარებისთვის დიდები სჭირდებათ გვერდით. თუ ხეზე ადის ბავშვი, ავდივართ ხეზე ერთად და იქიდან ვუზრუნველყოფთ მის უსაფრთხოებას. ერთობლივი საქმის კეთება იმდენად ძლიერი განმავითარებელი ძალაა ბავშვებში, რომ ეს ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია. სადაც ბავშვები იზრდებიან აკრძალვების გარემოში, იქ განვითარება ფერხდება. სადაც წახალისების გარემოა, იქ განვითარება იძენს ძალას. სასურველია, რომ იქ, სადაც თავს არ დაიავადებენ, ბავშვებს საშუალება მივცეთ, რომ თავისი გამოცდილება მიიღონ. მოდი, თბილად ჩავიცვათ და ისე წავიდეთ და ვიყოთ ბავშვის გვერდზე, როდესაც მას ცივ ტყლაპოში თამაში უნდა.

ყველა ,,უნდა” არის ვიღაცისთვის და რაღაცისთვის. ​როდესაც ვამბობთ, რომ ,,ბავშვი უნდა წავიდეს ბაღში”, უნდა დავფიქრდეთ, პირველ რიგში, ეს ჩვენთვის ხომ არ არის „უნდა.“ აგერ სამსახურია, დრო არ არის, ამიტომ ბავშვი უნდა წავიდეს. დამტოვებელიც აღარ არის არავინ. ბავშვის თვალთახედვიდან, 3-4 წლის ასაკში ბავშვს, რა თქმა უნდა, სჭრიდება ოჯახი, პირველ რიგში. ოჯახი, სადაც დედაა, მამაა, იქ ყველაზე უკეთ ვითარდება ბავშვი. საუკეთესო ბაღი ამ კუთხით იქნებოდა ბაღი, სადაც ბავშვი თავს იგრძნობს ოჯახში, სადაც აღმზრდელი დედასავით საყვარელი ადამიანი ხდება” – განაცხადა პაატა ამონაშვილმა რუსთავი2-ის ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები