LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 სემეკ-მა რამდენიმე კომპანიისთვის ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების ტარიფები დაადგინა

75

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ რამდენიმე კომპანიისთვის ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების ტარიფები დაადგინა.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2016 წლისათვის შეადგენს – 49 400 ლარს დღეზე. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფის ზედა ზღვარი კი კვტსთზე 11.303 თეთრით განისაზღვრა,  დღგ-ს გარეშე.

შპს „მტკვარი ენერგეტიკასთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2016 წლისათვის  დღეზე 59 957 ლარი იქნება. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვრა 10.748 თეთრი/კვტსთ-ით დღგ-ს გარეშე.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიფაუერის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2016 წლისათვის შეადგენს – 41 671 ლარი/დღეზე. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფია (ზედა ზღვარი) – 8.460 თეთრი/კვტსთ დღგ-ს გარეშე.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“   ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი განისაზღვრა 0.754 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო დისპეტჩერიზაციის ტარიფი – 0.098 თეთრი/კვტსთ-ით დღგ-ს გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g