გარდაცვლილი ბიზნესმენის თემურ უგულავას მეუღლე, მოდელი ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ერთობლივი ფოტოების დიდი არქივი გააზიარა.
ალბომს, სახელწოდებით „ჩვენ“, ნებიერიძემ თან დაურთო ცნობილი ფილოსოფიური ფრაზა: „არყოფნა ყოფნის უმაღლესი ფორმაა“ (Absence, the highest form of presence).
გამოქვეყნებულ პოსტში წყვილის სხვადასხვა პერიოდის ამსახველი ათეულობით ფოტოა გაერთიანებული.
თემურ უგულავა 22 ივნისს, 56 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ბიზნესმენი კვირას, 28 ივნისს დაკრძალეს.
ვიდეო: თემურ უგულავა დაკრძალეს – ბიზნესმენი ბოლო გზაზე ტაშით გააცილეს
