LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თემური იყო ერთ-ერთი, ვინც საშუალებას აძლევდა მძიმე, უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს, რომელთა უმეტესობა დღეს სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის, ხარისხიანად გაეტარებინათ დარჩენილი სიცოცხლე…“ – ნინო კიკნაძის მოგონება თემურ უგულავაზე

554
თემურ უგულავა, ნინო კიკნაძე

ბიზნესმენი თემურ უგულავა საბურთალოს სასაფლაოზე 28 ივნისს დაკრძალეს.

ვიდეო: თემურ უგულავა დაკრძალეს – ბიზნესმენი ბოლო გზაზე ტაშით გააცილეს

მისი სამოქალაქო პანაშვიდები ქაშუეთის ეკლესიაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უამრავი ადამიანი ჰყვება ბიზნესმენის მიერ განხორციელებული არაერთი ქველმოქმედების შესახებ, მათ შორის არის ბავშვთა ჰოსპისის, „ციცინათელების ქვეყნის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნინო კიკნაძეც, რომელიც ბიზნესმენთან დაკავშირებულ ისტორიას „შუადღის“ ეთერში იხსენებს:

„ჩემი კონტაქტი მასთან დაიწყო „ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანასთან“ თანამშრომლობით. ეს არის ადგილი, სადაც მძიმე, უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც მცირე ხნის სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ დარჩენილი, ატარებენ თავის დარჩენილ სიცოცხლეს ხარისხიანად. ეს დაწესებულება არის სრულიად უფასო როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვისაც თემური იყო ერთ-ერთი, ვინც საშუალებას აძლევდა ამ ბავშვებს, რომელთა უმეტესობა დღეს სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის და თანამშრომლებს, რომ ეს მომსახურება ხარისხიანად გასწიონ, იმ ბავშვებს რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და ახლა ცხოვრობენ, ხარისხიანად გაატარონ დარჩენილი სიცოცხლე. ყოველთვის როცა მხვდებოდა, განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნებოდი და ვეუბნებოდი, როგორი არაჩვეულებრივია. არ ყოფილა შემთხვევა, როცა რამეზე უთქვამს უარი…“ – ამბობს ნინო კიკნაძე.

ცნობისთვის, თემურ უგულავა 22 ივნისს, 56 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.