„ამ ბოლო პერიოდში ისეთი ადამიანები დავკარგეთ, რომ ხანდახან მართლა მგონია, ღმერთმა ზეცაში ახალი ქალაქის შენება დაიწყო და მისთვის სწორედ ყველაზე ნიჭიერი ადამიანები მიიწვია,“ – წერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე და თემურ უგულავასა და კახა გველესიანის გარდაცვალებას ეხმაურება.
„თემურის ხელწერა დარჩა სტამბაში, რუმსში, ფაბრიკაში, უდაბნოსა და კიდევ არაერთ სივრცეში, რომელმაც თბილისს ახალი სული შთაბერა.
კახას ხედვა კი ცოცხლობს თბილისი მარიოტში, კორტიარდ მარიოტში, მოქსიში, ექსპო ჯორჯიაში, ფუნიკულიორის რესტორანში, Tbilisi Art Fair-სა და ბევრ სხვა პროექტში, რომლებიც კიდევ დიდხანს მოუყვებიან მომავალ თაობებს, რას ნიშნავს სიყვარული საქმის მიმართ.
და მაინც… ყველაზე მძიმე ის არის, რომ ისინი მხოლოდ შენობებს არ ქმნიდნენ. ისინი ქმნიდნენ ოცნებებს, შესაძლებლობებს და თანამედროვე საქართველოს.
ხანდახან ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ღმერთი თავისთან ყველაზე გამორჩეულებს იხმობს, რადგან ზეცასაც სჭირდება ადამიანები, რომლებიც არაფრისგან ქმნიან რაღაც დიდს, ლამაზს და მარადიულს.
ჩვენ კი აქ ვრჩებით… მათ მიერ შექმნილ სივრცეებში დავდივართ, მათ კედლებს ვეხებით, მათ იდეებში ვცხოვრობთ და ყოველ ჯერზე გულში ერთი და იგივე კითხვა გვიჩნდება რატომ მიდიან ყველაზე ადრე ისინი, ვისაც ჯერ კიდევ ამდენი ჰქონდა შესაქმნელი?
ჩემთვის ისინი წავიდნენ რადგან, თავიანთი შემოქმედება ზეცაშიც გააგრძელონ,“ – წერს ნინო ზამბახიძე.
ბიზნესმენი თემურ უგულავა 22 ივნისს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1-ელ ივლისს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი კახა გველესიანი.
„დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა…“ – ია ფარულავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა
