LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-2 მაისს თბილისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE გაიმართება

156
zero compromise

1-2 მაისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, თბილისში, მულტიფუნქციურ სივრცეში „რადიო ქალაქი“ (გლდანი, ბაირამაშვილის ქუჩა #3), ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE გაიმართება.

ფესტივალის მიზანია: ქართული ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე; მომხმარებელში ღვინის კულტურის ამაღლება და ხარისხიანი, ტრადიციული პროდუქციის თავისებურების გაცნობა; ღვინის ტურიზმის განვითარება.

ZERO COMPROMISE ყოველწლიურად აერთიანებს ღვინის მოყვარულებს, იმპორტიორებს და დარგის სხვადასხვა პროფესიონალებს. ამ ფესტივალზე ღვინის იმპორტიორები და ქართველი მეღვინეები აწარმოებენ მოლაპარაკებებს და დებენ გარიგებებს ახალი მოსავლის ღვინოების საზღვარგარეთ გატანასთან დაკავშირებით.

წლევანდელ ფესტივალს 100-მდე მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ZERO COMPROMISE-ზე ქართული მარნების გარდა უცხოელი ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებიც მონაწილეობენ.

ფესტივალის პარალელურად ჩატარდება პანელური დისკუსიები:

  • 1 მაისი, 13:00 საათი – „ბუნებრივი ღვინის ქვეყანა – საქართველო“ – რა ხდის საქართველოს ბუნებრივი ღვინის უნიკალურ სივრცედ? როგორ ერწყმის საუკუნოვანი ტრადიცია თანამედროვე ხედვებს? სად არის ჩვენი ადგილი მსოფლიო ღვინის რუკაზე? აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრებენ: ნიკა ვაჩეიშვილი და გიორგი ბარისაშვილი. მოდერატორი: ქეთო ნინიძე.
  • 2 მაისი, 13:00 საათი – „როგორ გავყიდოთ ღვინო ექსპორტზე? შესაძლებლობები და გამოწვევები“ – როგორ გადის ქართული ღვინო ადგილობრივიდან გლობალურ ბაზარზე? რა ქმნის ძლიერ პოზიციონირებას საერთაშორისო სივრცეში? რა რეალური გამოწვევებია ექსპორტის გზაზე? აღნიშნულ თემებზე ისაუბრებენ: ირაკლი ჩოლობარგია და პაატა ბოლოთაშვილი. მოდერატორი: ქეთო ნინიძე.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გასტრონომიული სივრცეც, 2 მაისს კი სტუმრების წინაშე სპეციალური მუსიკალური პროგრამით წარდგებიან:

  • 19:00 საათზე – ზაზა ხუციშვილი & ბენდი
  • 21:00 საათზე – DJ ალექსანდრე ნაკაშიძე

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.

magti 5g