5-7 ივნისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მეთვრამეტე გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე წელსაც შეხვდებით ქართველ მწარმოებლებს მსხვილი კომპანიებიდან საოჯახო მარნებამდე, მეღვინეებს, სომელიეებს, დარგის ექსპერტებს, საერთაშორისო მედიასა და ჰორეკა სფეროს წარმომადგენლებს.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების (შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები, სერვისები და სხვა) მომწოდებელი კომპანიებიც.
გამოფენის პარალელურად, ტრადიციულად, გაიმართება ღვინის საერთაშორისო კონკურსი, რომლის გამარჯვებულებსაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.
