LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად, აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ „ექსპო ჯორჯიაში“ ბრუნდება

112
აგრობაზარი 

9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, 11:30 საათიდან 19:00 საათამდე, აგრობაზარს „უნიკალური ქართული გემო“ უმასპინძლებს.

მე-3 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს რეგიონებიდან, კერძოდ: ყველის ქართული და ევროპული სახეობები; ღვინოები იმერეთიდან, კახეთიდან და აჭარიდან, მათ შორის ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი; თაფლი და ჯანსაღი ტკბილეული; ლორი, სალა და სხვა ხორცპროდუქტები; აფხაზური აჯიკა; ქართული ჩაი; თხილეულით დამზადებული გემრიელობები.

ღონისძიების ფარგლებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) აგრონომები გააზიარებენ პრაქტიკულ ცოდნას ჩითილების წარმოებასა და მცენარეების მოვლაზე სახლის პირობებში.

დაგეგმილია სახალისო ვორქშოპები ბავშვებისთვისაც.

აგრობაზარს „უნიკალური ქართული გემო“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV-ის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g