LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია თავისუფლად გადაადგილებისათვის: თამარ გაბუნია

92
თამარ გაბუნია

„ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას ხელი შეუწყო  სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის, აქციებმა. 1 500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია თავისუფლად გადაადგილებისათვის,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნია განაცხადა.

მისი თქმით, 1500-ზე მეტი შემთხვევა არის საკმაოდ კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ ასე, სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები.

შეიძლება, მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეთ: ამირან გამყრელიძე

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. კორონავირუსმა არ იცის ის და ეს, არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე,“ - განაცხადაამირან გამყრელიძემ.

„ამდენად, საკოორდინაციო საბჭო დაელოდება და დააკვირდება რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდვითარებას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე, რამ გამოიწვია შემთხვევების ზრდა, გაბუნიამ უპასუხა:

„ბოლო პერიოდში ჩვენ პრაქტიკულად დავრჩით ქმედითი შეზღუდვების, მათ შორის ღამით მოძრაობის შეზღუდვის გარეშე და ბოლო პერიოდში ძალიან მაღალი აქტივობა შეინიშნება თავყრილობებზე, მიტინგებზე და სხვა ტიპის ორგანიზებულ ღონისძიებებზე. მაგალითად, გაიმართა კონფერენციები, ბავშვთა ბანაკები იყო აქტიური და, სავარაუდოდ, სპორტული ღონისძიებებიც იყო ხელშემწყობი,“ – დასძინა მინისტრის მოადგილემ.

მისივე შეფასებით, აქციები არის არაბუნებრივი, განსაკუთრებით მაღალი მობილობა, რისი გამოცდილებაც ქვეყანას 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისთვისაც ჰქონდა.

„იქ პირბადე არც არავის გამოუყენებია და არც სოციალური დისტანცია არ არის დაცული. მესმის, აქტივობა აქციების ფონზე მაღალია და ერთადერთი დაცვის საშუალება არის პირბადე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ ახლა მთავარი  ვაქცინაციის ტემპია.

დღეს, 13 ივლისს, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 1 862 შემთხვევა გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g