გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 694 182-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 4 650-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 635 611-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 46 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 9 788 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 51 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 166 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 022-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 22 847, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 643, PCR ტესტით – 9 204.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,5%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო 7 დღის – 9,04%.
დღიურად აცრილთა რიცხვი – 1 877-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.
