LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ასაკოვანი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 1 სამედიცინო პერსონალია, დანარჩენი 4-ის წყაროს დადგენა მიმდინარეობს – მარინა ეზუგბაია

112
publika.ge-18--1024x500

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი მიიღეს, რომელსაც ინფექცია ცხელების ცენტრში დაუდგინდა. აღნიშნული პაციენტი ასაკოვანია და გარდა კოვიდინფექციისა, აქვს სხვა თანმდები დაავადებები, როგორიცაა ფილტვის ქრონიკული დაავადება, მძიმე ინტესიური პნევმონია და ამსთან არის ჟანგბადდამოკიდებული. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მძიმედ ფასდება.

“ჩვენ მივიღეთ ერთი ასაკოვანი პაციენტი, რომელსაც კოვიდინფექცია ცხელების ცენტრში დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა შემოყვანიდან მძიმეა. მას გარდა კორონავირუსისა აქვს 4 სხვადასხვა დაავადება, როგორიცაა ფილტვების ქრონიკული დაავადება, გულის ჰიპერტონია, მძიმე პნევმონია და არის ჟანგბადდამოკიდებული. დაავადება ჯერჯერობით პროგნოზირებს და დავაკვირდებით დინამიკას”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებულ სხვა პაციენტებს, ეზუგბაიას განმარტებით, მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ამ დროისათვის აღნიშნულ კლინიკაში სულ 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებული სულ 121 ადამიანია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობენ მკურნალობას. ახალი შემთხვევებიდან 1 საკარანტინო სივრციდან, ერთი სამედიცინო პერსონალია, ხოლო დანარჩენი 4 შემთხვევის წყაროს დადგენა მიმდინარეობს. ეზუგბაია განმარტავს, რომ პირველწყაროს დასადგენად მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოს დღეებში დადგინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g