LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

შიდსის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია, C ჰეპატიტის სკრინინგი და მკურნალობა – თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მარინა ეზუგბაია გადაცემაში „პულსი“

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მარინა ეზუგბაია სტუმრობდა, რომელმაც ამავე ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ფოტოები: თენგიზ ცერცვაძეს, ბიძინა კულუმბეგოვს, ლევან რატიანს, პაატა იმნაძეს და სხვა ექიმებს ეკატერინე ტიკარაძემ მადლობის სიგელი გადასცა

დაჯილდოების ცერემონიალი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 3 წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართა.

იმუნიზაციის პროცესში სამედიცინო სექტორი სამაგალითო უნდა იყოს, თუ ეს ნებაყოფლობით არ მოხდება, ჩემი სურვილია, მათთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს: მარინა ეზუგბაია

„მინდა, მივმართო ანტივაქსერებს, რომ დაფიქრდნენ, რადგან ძალიან დიდი ტვირთია, რასაც ისინი იღებენ. დაანებონ თავი აგიტაციას და ანტივაქსერულ მოძრაობას, გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის: მარინა ეზუგბაია

ორსული და მეძუძური ქალების აცრასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ერთმნიშვნელოვანია. ასეთ დროს, ეზუგბაიას თქმით, მდგომარეობა უნდა შეაფასოს ექიმმა.