უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა – დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთმა ქალაქის წინააღმდეგ სავარაუდოდ, „ისკანდერ ემ“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი რაკეტა და 13 უპილოტო თვითმფრინავი გაანეიტრალა.
რუსეთმა უპილოტო აპარატები კიევის, სუმის, ჩერნიგოვის და პოლტავის მიმართულებით გაუშვა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უპილოტო აპარატების წინააღმდეგ, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.