პარფიუმერული კომპანია ”ისი-პარი” მომხმარებელს 1-დან 8 მარტის ჩათვლით ნებისმიერ პროდუქტზე 20%-დან 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ხატია შამუგიამ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, აღნიშნულ ფასდაკლებებთან ერთად მომხმარებელი კომპანიისგან უამრავ საჩუქარსაც უნდა ელოდოს. გარდა ამისა, 8 მარტს ყოველი მერვე მყიდველი განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებს.
”1დან 8 მარტის ჩათვლით ჩვენთან შეძენილ პროდუქციას მომხმარებელი სპეციალური შეფუთვებით მიიღებს. დღეს ”ისი პარის” ქსელში 20 პარფიუმერიული მაღაზია შედის. კომპანიის პრიორიტეტია – ხარისხი და მრავალფეროვნება”,-განაცხადა შამუგიამ.
”ისი-პარი” თბილისის მასშტაბით რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი და მაღაზიები ყოველდღე 10:00-დან 21:00 საათამდე მუშაობს.