LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 გარდაცვლილი და 2 უგონო მდგომარეობაში – უბედური შემთხვევა ბათუმის კლუბში

735
audience-backlit-blue-2078008-1

გუშინ, “მედ ცენტრში” ერთ-ერთ კლუბიდან კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის ბიჭი შეიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გარდაივალა. ახალგაზრდას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

კლინიკაში ახალგაზრდა ბიჭთან ერთად, ორი გოგოც შეიყვანეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. მედცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ბინაზე გაწერეს.

“TV 25”-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რომლებიც გვიან ღამით, შეუძლოდ გახდნენ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამავე კლუბში პირველი არ არის.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

წყარო: TV 25

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g