LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტივი არ არის, 8 წლის ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო… არ ვაპირებდი საჯაროდ ამაზე საუბარს“ – მარიამ შუკაკიძე მეუღლეს დაშორდა

27272
2026-02-05_01-24-45_525574

ბათუმელი მოდელი და ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე საოცარი სილამაზით გამოირჩევა და საზოგადოება მისი გარეგნობით შეუძლებელია, რომ არ მოიხიბლოს.

აღსანიშნავია, რომ მას ულამაზესი შვილები ჰყავს, რომლებიც დედას ტოლს არ უდებენ.

მარიამი სოციალურ ქსელში აქტიურობით მუდამ გამოირჩევა და ის ამჯერად გამომწერების დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

როგორც მოდელის ნაწერიდან ვიგებთ, ის თავის მეუღლეს დავით ბოლქვაძეს 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დაშორდა.

– მართლა დაშორდი მეუღლეს, თუ ხუმრობ? დაუჯერებელია.

არ მგონია ესეთ საკითხებზე ვინმე ხუმრობდეს. ურთულესია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი დრო და დაფიქრება სჭირდება. მარტივი არ არის, 8 წლის ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო. თუმცა არავინ იცის, რეალურად რა პრობლემებია ოჯახში. ამაზე საჯაროდ არავინ საუბრობს. არც ახლა ვაპირებდი ამ ამბის გასაჯაროებას. მაგრამ არ იქნებოდა ლამაზი, როდესაც ამხელა აუდიტორია მყავს და არაფერს ვუზიარებდე.

მიზეზს თქვენ ვერასდროს გაიგებთ. გავრცელდა უამრავი ჭორი, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვინმე სკანდალს ან სანახაობას ელოდება, არ იქნება. კონკრეტული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ შვილებისთვის საუკეთესო მშობლები ვიქნებით“, – წერს მარიამ შუკაკიძე.

„ჩემი გამომწერების 40% რუსები არიან, რომლებსაც ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ ჩემი ოჯახის მიმართ, მაგრამ მაპატიეთ!!! არასდროს გავხდებით თქვენი ნაწილი, არ ვეთანხმები რუსულ კანონს… მე ვარ ქართველი და ამავდროულად ევროპელი“ – ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე მიმართვას ავრცელებს

„არ მინდა წასვლა, მაგრამ საქართველოდან მივდივართ” – რას წერს ბათუმელი მოდელი, მარიამ შუკაკიძე

ვიდეო/ფოტო: 500 წითელი ვარდი ულამაზესი იუბილარისთვის – როგორ მიულოცა მარიამ შუკაკიძეს მეუღლემ დაბადების დღე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g