ბათუმელი ინფლუენსერი, მარიამ შუკაკიძე უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა – რა კადრებს გვიზიარებს ბათუმელი ინფლუენსერი
13.07.2026
460
ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამომწერებს გაუმხილა, რომ მის გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს, მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.
კადრებში ჩანს, რომ მის ხელს ლამაზი ბეჭედი ამშვენებს.
ცნობისთვის, მარიამმა რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეუღლეს, დავით ბოლქვაძეს, 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.
მისი თქმით, ურთიერთობა დიდი ხნის წინ დასრულდა, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ აქამდე არ საუბრობდა.
მოგვიანებით კი სოციალურ ქსელშივე დაწერა, რომ მის გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს.