LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ფოტოებით მიდიან ქირურგებთან, იქნებ როგორმე დამემსგავსონ…ნუ მბაძავ – ნუ მლანძღავ“ – მარიამ შუკაკიძის მიმართვა

2046
2026-05-12_01-24-03_492741

ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ ადამიანები, რომლებიც მას ლანძღავენ, ამავდროულად მას ბაძავენ.

„დიდი ხანია, რაც ეს ფაქტი მაკვირვებს. ყველაფერში უნდათ, რომ მომბაძონ. ჩემი ფოტოებით მიდიან ქირურგებთან/კოსმეტოლოგებთან. იქნებ როგორმე დამემსგავსონ. რაც მაცვია ზუსტად ისეთებს იკერავენ, ან ყიდულობენ. თმას რა ფრადაც შევიღებავ, მეორე დღეს ზუსტად ასე იღებავენ.

მე ეს ყველაფერი მესმის მაგრამ…თითქოს რომ უარგყოფენ და არ მოსწონხარ, საერთოდ არ იციან ვინ ხარ. მთელი დიდი არმია არსებობს ესეთების. ზუსტად მათ გასაგონად დავწერ: ნუ მბაძავ – ნუ მლანძღავ“, – წერს მარიამ შუკაკიძე.

შეგახსენებთ, მარიამ შუკაკიძემ ცოტა ხნის წინ გამომწერებს გაუმხილა, რომ მის გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს.

„ვიღაც შორეული ნათესავების გასარჩევი არ არის, რა ქონება მაჩუქა ჩემმა ყოფილმა ქმარმა… ისევე, როგორც მე, მასაც ჰყავს გვერდით ადამიანი, ვისთანაც კომფორტულად გრძნობს თავს…“ – ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე ექსმეუღლეზე საუბრობს

„მარტივი არ არის, 8 წლის ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო… არ ვაპირებდი საჯაროდ ამაზე საუბარს“ – მარიამ შუკაკიძე მეუღლეს დაშორდა

„მადლობა უფალს, რომ გამოჩნდა ადამიანი, ვის გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია“ – ინფლუენსერი მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე, რომელიც 8-წლია­ნი ურთიერთობის შემდეგ ქმა­რს და­შორდა­, ა­ხა­ლ რჩეულთა­ნ ერთა­დ გა­მოჩნდა­

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g