2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცლებს.
სიახლის თანახმად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხისა და მსხვერპლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. შედეგად, მოძალადის მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი GPS სისტემის მეშვეობით განხორციელდება.
კანონის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ – UN WOMEN-მა შსს-ს 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა.