LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისის სამ უბანში ამოქმედდება

130
61f0f94bdf9b7

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი მარტიდან კიდევ რამდენიმე უბანში ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მერის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი სისტემა ამოქმედდება მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და დიდუბეში, ხოლო საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა.

„ზოგადად, პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს აქვთ პრობლემები და საცხოვრებელი სახლის წინ ვერ აყენებენ ავტომობილებს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება სრულიად უფასო იქნება, მთავარია ავტომობილის რეგისტრაცია მოახდინოთ, რაც სწორედ საინფორმაციო ჯიხურების მეშვეობით შეგიძლიათ. შშმ პირთათვის და ელექტრომობილებისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც პარკირება უფასო იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დიდუბის რაიონში მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, ჩუღურეთში 13 ქუჩაზე გამოიყოფა 400-სზე მეტი საპარკინგე ადგილი, მთაწმინდაზე, თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე 32 ქუჩაზე გამოიყოფა 1116 ადგილი, საბურთალოზე სონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება კიდევ სამ ქუჩაზე, ესენია ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ჩაილულის ქუჩები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g