LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მარტის შემდეგ შემოყვანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები სამიდღიანი ერთჯერადი სტიკეტებით იმოძრავებენ

75

2016 წლის 1 მარტის შემდეგ საქართველოში ექსპლუატაციის მიზნით შემოყვანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემომყვანი პირები ვალდებულები იქნებიან სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი სპეციალური ერთჯერადი სტიკერი აიღონ.

როგორც „საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში”  შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სტიკერის საშუალებით, მფლობელებს ტრანსპორტით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება 72 საათის განმავლობაში დაუბრკოლებლად შეეძლებათ.

სატრანსპორტო საშუალებებზე დასამაგრებელი ერთჯერადი სტიკერი მხოლოდ შსს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გაიცემა.

კანონში შესატან ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 21 იანვარს განიხილავენ.

კანონპროექტი, ავტოპარკის გაჯანსაღების კუთხით,  2016 წლის 1 მარტის შემდეგ საქართველოში იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების რეგისტრაციის აკრძალვას ითვალისწინებს.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მარჯვენა საჭის მქონე და საჭეგადატანილი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების რეგისტრაციის აკრძალვით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს გარკვეული შემოსავლები დააკლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g