“აბუჩად აგდებაა, როდესაც გვეუბნებიან, რომ მხარი დაუჭირეთ გახანგრძლივებას და 2 დღის მერე წარმოვადგენთ ეკონომიკური განვითარების გეგმის პროექტს”,- ამის შესახებ ფრაქცია “ევროპული საქართველო – რეგიონების” წარმომადგენელმა სერგი კაპანაძე “ფორტუნასთან” საუბარში განაცხადა.
ის თვლის, რომ მთავრობამ 1 თვე დაკარგა.
„აბუჩად აგდებაა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ოთხშაბათს მხარი დაუჭირეთ გახანგრძლივებას 1 თვით და 2 დღის მერე, ანუ პარასკევს, წარმოვადგენთ ეკონომიკური განვითარების გეგმის პროექტს. 1 თვე ჰქონდა მთავრობას, რომ სააგანგებო მდგოამრეობასთან ერთად კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ეკონომიკის კუთხით. მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ნაბიჯები გადადგა რომელსაც დიდი ეფექტი არ ჰქონია. 1 თვე სად იყვნენ?”,- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა 24 აპრილს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარადგენს, რომელიც ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი.
ეს არის – მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე.
გარდა ამისა, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა.