LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 წელში, 20 ქვეყანაში საქართველოს 137 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის 9 “კანონიერი ქურდი”

65
shss

2018 წლიდან დღემდე, ევროკავშირის 20 ქვეყნის მასშტაბით საქართველოს 137 მოქალაქეა დაკავებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის 9 ე.წ. კანონიერი ქურდია.

„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. კანონიერი ქურდი“, – განაცხადა ჭელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g