LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ახალი შემთხვევიდან 5 იმპორტირებულია

92
248934964

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 5 იმპორტირებული შემთხვევაა. მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთი ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება კი გრძელდება.

„დაგვემატა 10 დადასტურებული შემთხვევა და გახდა 1421 შემთხვევა. 2 პაციენტის წყარო არის ლენჯერი, 2 პაციენტის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის იმპორტირებული შემთხვევა და მათ შორის, ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.
დაგვემატა 5 გამოჯანმრთელებული და გახდა 1137. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, დღევანდელი მონაცემებით, არის 80%, ხოლო ლეტალობა არის 1,20%“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეის მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობას 267 პაციენტი განაგრძობს, მათგან 5 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 24 კი მძიმე პაციენტია. ისინი მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიან.

დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმეტესად საშუალო სიმძიმისაა, შედარებით ნაკლები რაოდენობით არიან მსუბუქი სიმძიმის პაციენტები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g