LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 და 50 ათასობით ადამიანის შეკრება ვირუსის პროვოცირების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია- დევი ტაბიძე

52
1

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასების დროს პოლიტიკურ აქტივობებზეც გაამახვილა ყურადღება.

დაინფიცირდა 6 024, გარდაიცვალა კიდევ 49 – განახლებული კოვიდსტატისტიკა

დევი ტაბიძის განცხადებით, ათასობით ადამიანის შეკრება კოვიდინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია:

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ არ ვარ პოლიტიკოსი, ვარ ექიმი, მაგრამ ხელი შეუწყო ყოველივე ამან.

10 ათასობით და 50 ათასობით ადამიანის შეკრება არის პროვოცირების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის.” – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა პრესკონფერენციაზე.

ტაბიძემ დღეს ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობას კოვიდ-19-სგან კორონა-გენოციდი ემუქრება, მისივე თქმით, ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი საგანგაშოა და თუ ეპიდსიტუაცია ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ინფიცირებულთა მასშტაბმა 7 ათასსაც გადააჭარბოს.

იხილეთ ვრცლად:

დევი ტაბიძე: მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g