LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10 ევროიანი ავიაბილეთები რამდენიმე წლით გაუქმდება” – იაფი მოგზაურობის დასასრული

105
0_262098164

მოგზაურობა ისეთი იაფი აღარასდროს იქნება – ყოველ შემთხვევაში, Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით. BBC Radio 4’s Today-სთან ინტერვიუში მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ საწვავის ფასების ზრდის გამო, Ryanair-ის 10 ევროს ღირებულების ბილეთები რამდენიმე წლით გაუქმდება.

კერძოდ, როგორც მაიკლ ო’ლირი ამბობს, Ryanair-ის მგზავრობის საშუალო ფასი, დაახლოებით, 10 ევროთი გაიზრდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და 2027 წლისთვის 50 ევროს მიაღწევს.

ავიაბილეთებზე გაზრდილი ფასების მიუხედავად, Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ მომხმარებელთა რიცხვი არ შემცირდება და სტაბილური დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g