LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაბილეთები მალე, შესაძლოა, 30%-ით გაგვიძვირდეს – „გასულ წელს თუ შევადარებთ, საწვავის ფასი 200%-ითაც არის გაზრდილი“

120
Gty_airport_checkin_er_160415_16x9_992

მოგზაურობა გაძვირდება: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ავიაბილეთებზე ფასები გაიზარდოს. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ საავიაციო ნავთის ფასი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შეუძლებელია ეს ბილეთების ფასზე არ აისახოს.

როგორც გაიაშვილი განმარტავს, გასულ წელს თუ შევადარებთ, საწვავის ფასი 200%-ითაც არის გაძვირებული. „ახლა 1 ტონა საწვავს $1400-ად ვყიდულობთ, როცა 2021 წელს მისი ფასი $400-500-ს შეადგენდა,“- აღნიშნავს Georgian Airways-ის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ და იქვე დასძენს, რომ ბილეთების ფასის 20-30%-იანი გაძვირება განიხილება.

შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ – 11.8 პროცენტი შეადგინა. მარტში, შაქარზე და სხვა ტკბილეულზე, ხილზე, ყავაზე, ჩაიზე და კაკაოზე, ზეთზე, პურზე და პურპროდუქტებზე, რძის პროდუქტებზე, ხორცზე და მინერალურ წყალზე, ასევე უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.

ბოლო ერთ თვეში, საქართველოს მოსახლეობას ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გარდა, ყველა პროდუქტი გაუძვირდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები