LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზ გაიაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით ისრაელიდან ფრენების აკრძალვის გამო, „ჯორჯიან ეარვეისი“ 23 ოქტომბრიდან მოქალაქეების გამოსაყვანად რეისებს კვიპროსიდან განახორციელებს

137
BeFunky-collage (1)

უსაფრთხოების მიზნით ისრაელიდან ფრენების აკრძალვის გამო, „ჯორჯიან ეარვეისი“ 23 ოქტომბრიდან მოქალაქეების გამოსაყვანად რეისებს კვიპროსიდან განახორციელებს.

ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.

„ჩვენ, თვითმფრინავების როგორც ლიზინგის მომცემებმა, აგვიკრძალეს ფრენები ისრაელში, ასევე სადაზღვევომ შეაჩერა დაზღვევები. ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია ხალხი, მგზავრები, ასევე თვითმფრინავები საფრთხის წინაშე დავაყენოთ და ვწყვეტთ ფრენებს ისრაელში.

ასევე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კვიპროსში გადავიტანოთ ისრაელის ფრენები და ეს ხალხი კვიპროსიდან გამოვიყვანოთ. რეისები კვიპროსიდან ორშაბათიდან დაიწყება“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება“ – ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები