LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი: ომამდე და ომის შემდეგაც ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ჩემთან, რომ რუსეთში ფრენების აღდგენის თემა ამეწია და ფრენები დაგვეწყო

145
fot

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში თამაზ გაიაშვილს დაავალეს, ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან.

ინფორმაციას გაიაშვილი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ომამდე და ომის შემდეგაც ხელისუფლება ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა.

„რასაკვირველია, ინფორმაციას ვადასტურებ. ომამდე და ომის შემდეგაც ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ჩემთან ფრენების აღდგენაზე, რომ მე რუსეთში ეს ამეწია და გამეკეთებინა, რათა დაგვეწყო ფრენები. იქ მრავალი საკითხი იდგა. ერთ-ერთი საკითხი იყო ისიც კი იყო, რომ ყოფილი ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში იყო დაფუძნებული და შემდეგ გაკოტრებული, ჰქონდათ სანავიგაციო დავალიანება, ოთხ თუ ექვს მილიონს შეადგენდა. დამავალეს, მითხრეს, სახელმწიფოს არ შეგვიძლია ეს რომ გადავიხადოთ და იქნებ, რამენაირად თქვენ გადაიხადოთ და შემდეგში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ანაზღაურებული გქონდეთო. რასაკვირველია, მაშინ გადავიხადე სადღაც ორ მილიონზე მეტი თანხა რუსეთის ნავიგაციაში, მერე ფრენების აღდგენაზეც აქტიურად ვმუშაობდი და იმ დროისთვის ხელისუფლებამ მთხოვა, რომ „აეროფლოტის“ გარდა მარტო ერთი კომპანია იყოსო და ერთი კომპანია იყო. აღდგა ფრენები და დავფრინავდით ორი კომპანია; ჩვენ და „სიბირი“; დღევანდელი ხელისუფლების მოსვლამდე, 2013 წლამდე პრაქტიკულად დავფრინავდით ორი კომპანია საქართველოდან – „ჯორჯიან ეარვეისი“ და მეორე იქიდან – ავიაკომპანია „სიბირი.“

როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, აქტიურად იყო წამოწეული თემა, რომ რუსეთთან ურთიერთობა დამთბარიყო.

„ეკონომიკის მინისტრი გვხვდებოდა იმავე ვალების თემაზე, რომ მე ეს ვალები დამეფარა და ძალიან ბევრი იყო. ასევე, აქტიურად იყო ეს თემები წამოწეული, რომ რუსეთთან ურთიერთობა დამთბარიყო. იქ იყო ძალიან მკაფიოდ მინიშნება, თუ რა უნდა გვეკეთებინა ჩვენ“, – განაცხადა გაიაშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი სპეკულაცია მიდის, რომ ტრანზიტული ფრენები დაიწყება და ეს იქნება რუსეთის მოქალაქეებისთვის ხელშეწყობა იქნება.

„ბევრი სპეკულაცია მიდის ოპოზიციურ არხებზე, რომ ტრანზიტული ფრენები დაიწყება და ეს იქნება რუსეთის მოქალაქეებთან ვითომ ხელშეწყობა. რუსეთის მოქალაქეებს ჩვენ რას ვერჩით? ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ჩვენ არაფერი არ გვაქვს სასაყვედურო. რაც მოხდა ჩვენს ქვეყნებს შორის ეს არის ხელმძღვანელობაზე დამოკიდებული და არა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე. მათ არ აქვთ არანაირი შეზღუდვა რუსეთში ევროპული ვიზების მიღებაზე ან ამერიკის ვიზის მიღებაზე. ისინი მეტწილად თურქეთის, აზერბაიჯანის გავლით მოგზაურობენ, სომხეთის და შუა აზიის ქვეყნების გავლით. დიდი ხანია, გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო ჰაბი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა, რადგან ჩვენი აეროპორტი მაინცდამაინც არ არის ამისთვის გამართული და სათანადო პირობები არ არის ამისთვის ქვეყანაში. ვინმე. რუსეთის მოქალაქე თუ ჩამოვა აქ და შემდეგ სადმე გაფრინდება, ძალიან კარგი, რა პრობლემაა ამაში?! ეს ხომ ფაშიზმია, რომ იცი რა, თუ რუსი დავინახეთ, ჩვენ მას კვერცხი ვესროლოთ, რაღაც უბედურება ვუქნათ. ჩვენ ხომ ასე არ გვიშვრებიან ისინი. რატომაა ეს ხალხი ასე განწყობილი, ჩემთვის გაუგებარია“, – აღნიშნა გაიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები