ტანსაცმელმა შესაძლოა ძირ-ფესვიანად შეცვალოს ის თუ როგორ გაგიხსენებთ სამყარო მომავალში. სწორედ ამიტომ, მიღებულია, რომ ის ადამიანის ინდივიდუალიზმს გამოხატავს. ტანსაცმელი გავლენას ახდენს გარემოზე, როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი ის ლეგენდაც კი ხდება, რომელიც საზოგადოებას დიხანს დაამახსოვრდება. გთავაზობთ 10 კაბას, რომლებიც ისტორიაში შევიდა.
რიანას კრისტალებიანი კაბა
თამამი, კრისტალებით გაწყობილი კაბა, რომელშიც რიანა CFDA Awards-ზე გამოჩნდა და მაშინვე ყველაზე პროვოკაციული კაბის წოდება მოიპოვა. გამჭვირვალე ტანსაცმელში ბარბადოსელი ლამაზმანის სხეულის ნახვა მთელი მისი ღირშესანიშნაობებით იყო შესაძლებელი.
ლედი გაგას ხორცის კაბა
მომღერალმა სახელი არამარტო მუსიკალური თავისებურებით, არამედ ჩაცმის უჩვეულო სტილითაც გაითქვა. MTV Video Music Awards-ზე გაგას ჩაცმულობა დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. ასეთი უჩვეულო კაბით ვარსკვლავი ადამიანების უფლებებისადმი ყურადღების მიპყრობას შეეცადა.
პრინცესა დიანას საქორწინო კაბა
ეს კაბა პრინცესა დიანამ 1981 წელს ჩაიცვა, როცა ცოლად პრინც ჩარლზს გაჰყვა. ის სპილოს ძვლის ფერი ტაფტისგან იყო შეკერილი და ანტიკვარული მაქმანებით იყო გაწყობილი, ხოლო მისი ღირებულება 9000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.
კეიტ მიდლტონის საქორწინო კაბა
სამეფო ოჯახის კიდევ ერთი საქორწინო კაბა, ამჯერად კეიტ მიდლტონისთვის. ის ინგლისელ დიზაინერს, სარა ბარტონს ეკუთვნოდა, რომელიც ალექსანდ მაკქუინის მოდის სახლის კრეატიული დირექტორია. სწორედ ამ კაბაში გახდა კეიტი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრინც უილიამის მეუღლე.
ჯენიფერ ლოპესის კაბა „ვერსაჩესგან“
ეგზოტიკური კაბა ლოპესს Grammy Awards-ის 42-ე ცერემონიაზე ეცვა. კაბამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ის ნამდვილი იშვიათობა გახდა – დღესდღეობით ის ლოს-ანჯელესში, გრემის მუზეუმში ინახება.
ბიორკის გედის კაბა
სწორედ ასეთი კაბით მივიდა ბიორკი „ოსკარის“ 73-ე დაჯილდოების ცერემონიაზე. გედი-კაბა მაკედონიელ დიზაინერს, მაიან პეჟოსკის ეკუთვნოდა და ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტანსაცმელი გახდა.
ოდრი ჰეპბერნის შავი კაბა
ოდრი ჰეპბერნის „პატარა შავ კაბას“ ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან“ ყველაზე მარტივად იცნობთ. კაბა Givency-ს ეკუთვნის და სწორედ ის ეცვა ოდრის ფილმის სარეკლამო პოსტერებზე, ამიტომ მას სცნობს ყველა, ისინიც, ვისაც ფილმი არ უნახავს.
ელიზაბეტ ჰარლის კაბა ქინძისთავებით
ელიზაბეტ ჰარლის ეს კაბა, რომელიც „ვერსაჩეს“ ეკუთვნის, ფილმის „ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“ პრემიერაზე, 1994 წელს ეცვა. კაბა ნაპირებზე ნახევრად მოოქროვილი ქინძისთავებით იყო დამაგრებული და ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაბა გახდა.
მერილინ მონროს თეთრი კაბა
თეთრი პლისეებიანი კაბა, რომელიც მერილინ მონროს 1955 წელს ეცვა, კინოს ისტორიის საკუთრება გახდა. მონროს ვიზუალი კი, ნიუ-იორკის მეტროში, მე-20 საუკუნის სიმბოლოდ აღიარეს.
ჯერი ჰოლიუელის კაბა-დროშა
ბრიტანელები დაუღალავი პატრიოტები არიან, მათ ეროვნული დროშაც კი შეუძლიათ ტანსაცმლად აქციონ. Spice Girls-ის ექს-სოლისტი ამ კაბაში 1997 წელს, BRIT Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე მივიდა და მსოფლიოს პოპ-მუსიკის ისტორიაში ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა.









