ნებისმიერ საზოგადოებაში ვხვდებით მითებს, რომლებიც სარწმუნოდ ყოველგვარი დადასტურების გარეშე მიაჩნიათ. იყენებს თუ არა ადამიანი თავის ტვინის რესურსის მხოლოდ 10%-ს, ცდილობს თუ არა ქამელეონი გარემოს „შეერიოს“ და აქვს თუ არა ოქროს თევზს 3 წამიანი მეხსიერება?
გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ 10 მითს, რომლის სიმართლეც თითქმის ყველას სჯერა, თუმცა ისინი მცდარია…
1. ადამიანი თავის ტვინის რესურსის მხოლოდ 10%-ს იყენებს – მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავის ტვინის ფენომენი და შესაძლებლობები ბოლომდე ამოხსნილი დღესაც არ არის, მეცნიერები შორს არიან იმ აზრისაგან, რომ ადამიანი თავის ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებს. მხოლოდ მუშტის შეკვრაზეც კი უფრო მეტი რესურსი და ენერგია იხარჯება.
2. ოქროს თევზს სამწამიანი მეხსიერება აქვს – მიუხედავად იმისა, რომ ოქროს თევზი ძალიან ხანგრძლივი მეხსიერებით ვერ დაიკვეხნის, მისი ზოგიერთი მოგონება თვეობით ინახება.
3. ხარები წითელ ფერზე ღიზიანდებიან – ხარები ფერებს საერთოდ ვერ აღიქვამენ.
4. ქამელეონები ფერს გარემოსთან შესარევად იცვლიან – სინამდვილეში ისინი მეზობლების გაფრთხილებას ცდილობენ საფრთხის შესახებ.
5. ძაღლები მხოლოდ შავ და თეთრ ფერებს ხედავენ – ხარებისაგან განსხვავებით, ძაღლებს გარკვეული რაოდენობის ფერების აღქმა შეუძლიათ, ასე რომ მათთვის სამყარო შავ-თეთრი არ არის…
6. თმის გადაპარსვის შემდეგ უფრო ხშირი თმა ამოდის – გადავიპარსავთ თუ არა, თმის ძირების ოდენობა უცვლელი რჩება. ერთადერთი, რაც ასეთ დროს უმჯობესდება, თმის ხარისხია, ამიტომ შეიძლება ზრდისას თმა უფრო სქელი ან მუქი მოგეჩვენოთ. სინამდვილეში რაც უფრო იზრდება თმა, მით უფრო უჭირს მას კვება.
7. ცივი ჰაერი გაციებას იწვევს – ვირუსებს, რომლებიც წლის ცივ სეზონში აქტიურდებიან, სინამდვილეში თბილი და ჩახუთული ადგილები იზიდავთ. ოთახის ხშირად განიავება და სუფთა ჰაერზე სეირნობა ამ პერიოდში პირიქით, სასარგებლოა.
8. ღამურები ბრმები არიან – ღამურებს თვალები და შესაბამისად, სპეციფიური მხედველობა აქვთ.
9. მარილი წყლის ადუღებას უწყობს ხელს– ამ მითს ხშირად დიასახლისები მისდევენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მარილი უბრალოდ დუღილის ტემპერატურას ზრდის, მაგრამ პროცესს არ აჩქარებს.
10. შესაძლოა კონტაქტური ლინზა თვალის კაკლის უკანა მხარეს მოხვდეს – არც აღნიშნული შეესაბამება სინამდვილეს, ამიტომ ამისი არ შეგეშინდეთ.