ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: – “გირჩი“, “ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება:
“ქართული ოცნება“ (48.15%) – 61 მანდატი
“ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ (27.14%) – 34 მანდატი
“ევროპული საქართველო“ (3.78%) – 4 მანდატი
“ლელო“ (3.15%) – 4 მანდატი
“პატრიოტთა ალიანსი“ (3.14%) – 4 მანდატი
“სტრატეგია აღმაშენებელი“ (3.15%) – 4 მანდატი
“გირჩი“ (2.89%) – 3 მანდატი
“ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (1.33%) – 1 მანდატი
“ლეიბორისტული პარტია“ (1%) – 1 მანდატი