LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60-დან მეტობა 19 უბანზე გამოვლინდა – არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისიის დასკვნას ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ

68
არჩევნე

2020 წლის არჩევნების შედეგების შემსწვავლელმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა უკვე მოამზადა. ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე იქნება წარდგენილი.
ცნობილია, რომ ოპოზიცია განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ შედეგების გადათვლამ უმნიშვნელო განსხვავება აჩვენა.

” ორთვენახევრის შედეგად კომისიამ ინტენსიურად იმუშავა, 16 სამუშაო შეხვედრა იყო და გამოვლინდა ყველაზე დისბალანსიანი უბანი. შედეგების გადათვლის შემდეგ განსხვავება იყო უმნიშვნელო,”- აცხადებს მიქანაძე.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტები” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია კი აღნიშნავს, რომ მეტობა სულ 19 უბანზე იყო და ისიც უმნიშვნელო.

“60 უბნიდან მეტობა იყო სულ 19 უბანზე და 26 ხმა. შესწორებები გავაკეთეთ, რომელიც არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა,”- ფრიდონ ინჯია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები