LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე: „ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს შრომის, მონდომების, მიზანდასახულობის და დიდი ძალისხმევის შედეგია“

111
გივი მიქანაძე

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

უნივერსიტეტებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია უკვე ცნობილია – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გივი მიქანაძის განცხადებით, სკოლის დამთავრება და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს თქვენი შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! სკოლის დამთავრება და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს თქვენი შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია.

მადლობა მინდა, ვუთხრა თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი მხარდამჭერი იყო და თქვენ გვერდით იდგა.

გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, ახალ შესაძლებლობებს, უამრავ წარმატებასა და გამარჯვებას!“ – აღნიშნულია გივი მიქანაძის მიმართვაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე – სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია