სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე ეტაპი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
უნივერსიტეტებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია უკვე ცნობილია – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მისი თქმით, განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია.
„სწორედ თქვენი ხმა, შემართება და ძალისხმევა განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, თქვენს ცოდნასა და ენერგიას ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებას მოახმართ. ვულოცავ და მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს და პედაგოგებს, რომლებმაც უდიდესი ამაგი ჩადეს ამ წარმატებაში. ნაყოფიერ, საინტერესო და დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“, – წერს კობახიძე.
