LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასკოლო ფორმების უფასოდ მიმღებ მოსწავლეთა წრე გაფართოვდა – ცვლილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს

444
2026-08-23_23-52-59_357107

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სას­კო­ლო ფორ­მის ტან­საც­მლით უსას­ყიდ­ლოდ უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნობ­რივ პროგ­რა­მა­ში ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის უფა­სო სას­კო­ლო ფორ­მე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის არე­ა­ლი გა­ფარ­თოვ­და. შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა მთავ­რო­ბის 21 აგ­ვის­ტოს №406 დად­გე­ნი­ლე­ბით შე­ვი­და ძა­ლა­ში, რო­მელ­საც ხელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აწერს.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, პროგ­რა­მით მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბიც ისარ­გებ­ლე­ბენ.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, დო­კუ­მენ­ტის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით, პროგ­რა­მას და­ე­მატ­ნენ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი (ოთხი და მეტი შვი­ლი) მშობ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრი­რე­ბულ­ნი არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის მო­ნა­ცემ­თა ერ­თი­ან ბა­ზა­ში, მათი ოჯა­ხის სა­რე­ი­ტინ­გო ქულა კი 65 000-ზე მეტი და 120 001-ზე ნაკ­ლე­ბია.

რო­გორც დად­გე­ნი­ლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს სსიპ გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა (EMIS) – სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან ელექტრო­ნუ­ლი მო­ნა­ცემ­თა ცვლის სა­ფუძ­ველ­ზე. გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ფორ­მე­ბის მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შპს “სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სებს“ ყო­ველ­წლი­უ­რად, არა­უგ­ვი­ა­ნეს 27 აგ­ვის­ტო­სა გა­და­ე­ცე­მა.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პროგ­რა­მის და­ფი­ნან­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ბი­უ­ჯე­ტო ასიგ­ნე­ბე­ბი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

დად­გე­ნი­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­ვი­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები