„შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელმა შეფასებამ აჩვენა, რომ 21-ე საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად არის ჩასატარებელი, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება.“
ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძე თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებულ საკითხს, სადაც ავარიულობის მიზეზით დღეიდან სასწავლო პროცესი ჩერდება.