LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ქართული კომპანიის სათამაშოები საერთაშორისო გამოფენაზე Spielwarenmesse 2024

562
11

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო – „ვუდსის“, „თამაშობანას“, „ოდინდელის“, „კოკიტოს“, „ცაცია ოსტატის“, „დინოს“, „რუსანას“, „გოგორას“, „იკო კიდსის“ და „თვითის“ სათამაშოები.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წლებია თანამშრომლობენ სათამაშოების ინდუსტრიის განვითარებისთვის, ექსპერტების დახმარებით ქართული კომპანიების მომზადებისა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით, მათ შორის, საბაზრო კავშირების გაფართოებისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით.

„სათამაშოების სექტორის მხარდაჭერას სააგენტო 2018 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო კომპონენტის და ექსპორტის სტიმულირების საგრანტო პროგრამის საშუალებით, რაც ეხმარება კომპანიებს ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრასა და საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებაში. „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის შედეგად, მრავალმა კომპანიამ განახორციელა ბრენდინგი/რებრენდინგი, შეძლო წარმოებული პროდუქციის ლიცენზირება/სერტიფიცირება და აიმაღლა ცოდნა ექსპორტის საბაზისო საკითხებში. GEclose2EU პროგრამის ფარგლებში, კომპანიები მონაწილეობდნენ სასწავლო ტურებში შვედეთსა და სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, სააგენტოს ინიციატივითა და USAID ის მხარდაჭერით განხორციელებული ახალი პროგრამა უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების მიმართულებით, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტად, სწორედ სათამაშოების სექტორია განსაზღვრული. დარწმუნებული ვართ, საერთო ძალისხმევა ხელს შეუწყობს სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანიებისთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას“, – აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა მამუკელაშვილი.

„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა პარტნიორების ჩართულობით აქტიურად ეხმარება სათამაშოების მწარმოებელ ქართულ კომპანიებს საწარმოო ხაზის გაფართოების, წვდომის და კავშირების გამყარების მიმართულებით საერთაშორისო მყიდველებთან. კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით და ექსპერტების დახმარებით საკუთარი პროდუქცია 200-ზე მეტ გლობალურ კომპანიას გააცნეს და შედეგად გააფორმეს თანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულებები. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ წლების განმავლობაში, ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად, გვაქვს წარმატების მაგალითებიც: მაგალითად, ორმა ქართულმა კომპანიამ ოთხ საერთაშორისო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და გაიტანა საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე. კონტრაქტები ჯამურად 100 000 ევროს ღირებულებისაა. დარწმუნებულნი ვართ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით და USAID-ის ხელშეწყობით, ქართული კომპანიების Spielwarenmesse-ის გამოფენაში მონაწილეობა წარმატებული და შედეგიანი იქნება“ – აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარიკა შიოშვილი.

Spielwarenmesse გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 1949 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და სათამაშოების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული სავაჭრო გამოფენაა.

Spielwarenmesse-ს ესწრებიან სათამაშოების ბიზნესთან ასოცირებული მწარმოებლები, სავაჭრო ვიზიტორები, მედიის წარმომადგენლები. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად 70 000-ს აჭარბებს. წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 60 ქვეყნის 3000-მდე სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g