LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 რჩევა უკეთესი მენტალური ჯანმრთელობისთვის

221
Mental wellness

მენტალური ჯანმრთელობის გარეშე ჯანმრთელობა არ არსებობს. იმისათვის, რომ ყოველდღიურ სტრესსა და გამოწვევებს გაუმკლავდეთ, ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.
“მენტალური ჯანმრთელობა“ ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნასთანაა პირდაპირ კავშირში. ის მოქმედებს განწყობაზე, ურთიერთობების ხარისხზე, ასევე გრძნობებთან გამკლავებასა და სირთულეების გადალახვის უნარზე.
მენტალური და ემოციური პრობლემებისგან არავინაა დაზღვეული და ცხოვრების გზაზე მას მართლაც ბევრი აწყდება.

1. სოციალური კავშირები – განსაკუთრებით პირისპირ
სატელეფონო ზარებს და სოციალურ ქსელებს თავისი ადგილი უკავია, თუმცა პირისპირ კომუნიკაცია ნამდვილად სასწაულებს ახდენს. განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან ვინც გიყვართ.

2. იყავი აქტიური

აქტიური ცხოვრების წესი გონებისა და სხეულისთვის განსაკუთრებით კარგია. ვარჯიშს მენტალურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.

3. ესაუბრე ვინმეს

თუკი სტრესი, დარდი და ეჭვები გაწუხებთ გაუზიარეთ ეს მეგობრებს.

4. მიენდე გრძნობებს

მუსიკა გამშვიდებთ? იქნებ სეირნობა გირჩევნიათ? მოკლედ იპოვეთ ის, რაც თქვენს განწყობაზე საუკეთესოდ მოქმედებს და თერაპია ჩაიტარეთ.

5. დასამშვიდებელი პრაქტიკა

იოგა, მედიტაცია და სუნთქვის პრაქტიკა სტრესის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ.

6. დასვენება პრიორიტეტად აქციე

ყველას სადღაც გვეჩქარება, არადა დასვენება მენტალური ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ იპოვეთ დრო რელაქსაციისთვის და იმ დადებით მომენტებზე საფიქრელად, რომელიც დღის განმავლობაში მრავლად გვხდება.

7. ჯანსაღი კვება

კვებას განწყობაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

8. ძილი

ძილი იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე ფიქრობთ. ძილი გონებისა და სხეულისთვის გადატვირთვის საუკეთესო გზაა.

9. მიზანი იპოვე

ყოველდღიური მიზნები მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
ისეთი მაგალითად როგორიცაა – სამსახური, მეგობრები, მოხალისეობა ან სხვებზე ზრუნვა.

10. ითხოვე დახმარება თუკი გჭირდება

თუკი ფიქრობთ, რომ მარტო ვეღარ უმკლავდებით აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალს დახმარებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები