LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საქციელი, რაც ხშირად ღალატზე უარესია

144

რა შეიძლება იყოს ღალატზე უარესი? ერთი შეხედვით არაფერი, თუმცა სინამდვილეში არსებობს რამდენიმე საქციელი, რომლის შემთხვევაშიც ურთიერთობა უფრო მტკივნეულად სრულდება.

 

დაუმალოთ რამე თქვენს პარტნიორს

Couple in bed. Wife angry, husband absorbed with his digital tablet.

ეს იმ მიზნითაც არ უნდა გააკეთოთ, როდესაც არ გინდათ, რომ საყვარელ ადამიანს აწყენინოთ. ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო ცხადდება და შემთხვევით გაგებული სიმართლე უფრო უარეს შედეგს მოგიტანთ.

 

ცდილობთ იყოთ უკეთესი, ვიდრე სინამდვილეში ხართ

ურთიერთობის დასწყისში თითქმის ყველა წყვილი გადის ამ პერიოდს, თუმცა ეცადეთ, იყოთ მართალი და არანაირი ნიღბის მორგება აღარ დაგჭირდებათ.

 

დაფაროთ წყენა

Couple at lunch in restaurant

ნუ დაიგროვებთ წყენას, რადგან დროთა განმავლობაში ის გიგანტურ მასშტაბებს მიიღებს, თანაც თქვენთვის ყველაზე ცუდი ფორმით.

 

არ მიდიხართ კომპრომისზე

თუ გსურთ ჯანსაღი ურთიერთობის აწყობა, ისწავლეთ დათმობა. სიჯიუტე გამოიყენეთ სხვა მიმართულებაში და არა სიყვარულში.

 

ჩხუბობთ ყოფითი პრობლემების გამო

couple in bed woman reading the man trying to kiss

როდესაც ერთად ცხოვრობთ, ბუნებრივია კონფლიქსტები გარდაუვალია, მაგრამ ეცადეთ არ იჩხუბოთ იმაზე თუ ვინ გაიტანს ნაგავს და ა.შ. შედგინეთ გრაფიკი და უფრო სახალისო გახადეთ მსგავსი საკითხები.

 

თავს მასზე მეტად მიიჩნევთ

ნუ დაირწმუნებთ თავს, რომ თქვენს პარტნიორს სჯობიხართ. ამ გზით თავს აჯერებთ, რომ ცხოვრება ისეთ ადამიანს არ დაუკავშირეთ, როგორსაც იმსახურებდით, თუმცა რეალურად ეს ასე შეიძლება არც იყოს.

 

აგრძელებთ ურთიერთობას იმიტომ, რომ ასე გაწყობთ

London

არ შეინარჩუნოთ ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ, რომ მიეჩვიეთ ან ყველა იდეალურ წყვილად გთვლით. აღიარეთ, რომ ეს ურთიერთობ დიდი ხანია, რაც მოგბეზრდათ და მას ბედნიერება აღარ მოაქვს თქვენთვის.

 

მანიპულირება

ორივე შემთხვევა, თქვენ მანიპულირებთ თუ თქვენით მანიპულირებენ, საკმაოდ მძიმეა. თუ თვლით, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ და ტქვენს აზრს ფასი არ აქვს, ურთიერთობის დასასრულის დასაწყისია.

 

ეჭვიანობა

Distracted

ხშირად, ეჭვიანობა ღალატზე უარესია, რადგან ის წლობით გრძელდება და უფრო და უფრო მძიმე სახეს იღებს და პარტნიორების ცხოვრებას საფუძვლიანად წამლავს.

 

ერთმანეთზე დამოკიდებულება

ნუ იცხოვრებთ ინერციით მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო დარჩენის გეშინიათ. მიიღეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები